ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნეუსადამ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ნობელის პრემიაზე წარადგინა.
ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსი ადამიანის უფლებათა დამცველი და პოლიტიკოსია. 2020 წელს ტიხანოვსკაია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მისი მეუღლის, სერგეი ტიხანოვსკის დაპატიმრების შემდეგ გახდა.











