“რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება, არჩევნები იქნება 2024 წელს, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
„შეთანხმება ვერ იქნება შეთანხმება, თუ მას მეორე მხარე არ ჰყავს. ჩვენ კურსი არ შეგვცივლია, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ჩვენ რა ვალდებულებაც გვაქვს აღებული აუცილებლად შევასრულებთ და გავაკეთებთ. ამაზე არაერთი განცხადება იყო გაკეთებული და მომავალშიც გაკეთდება. იმაზე, რაზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.










