რიონის ხეობაში, სადაც ჰესი უნდა აშენდეს მშენებლობის მოწინააღმდეგეებს არ უშვებენ. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც თვეებია პროტესტს აგრძლებს გუმათჰესის ტერიტორიაზე იძულებით გააჩერეს.
„გვინდა სოფელ ნამოხვანში მისვლა, სადაც სამუშაოებია და აქ დაგვაკავეს. მგონია, რომ სამშენებლო ადგილის აფეთქებას აპირებენ და ამიტომ აღარ გვიშვებენ“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
ადგილზე რჩებიან ჰესის მშნებლობის მოწინაარმდეგეები და სამართალდაცვლებიც.
ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხისშემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე.
ავტორი: კესო მოლაშხია










