რიყის დოქების გასაყიდად აუქციონი ხელახლა გამოცხადდა. მისი საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ე.წ. „რიყის დოქები“ გასაყიდად კვლავ გამოიტანა. ამჯერად, ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 71 250 000 ლარს შეადგენს.









