დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ ახლა აცრისთვის კარგი დროა.
„ჩვენ ყოველ კვირას ვანახლებთ სეზონური გრიპის მონიტორინგის მონაცემებს. წინა კვირაში გრიპი ჯერ კიდევ არ იყო. ქვეყანაში გრიპის ვაქცინა არის საკმარისად და რისკჯგუფებთან ერთად, მათი ოჯახის წევრები მიბრძანდნენ და აიცრან. ახლა კარგი დროა აცრისთვის. იმუნიტეტი დახლოებით 10 დღეში ვითარდება, გრიპი ჩვენთან გააქტიურდება დეკემბრის შუა რიცხვებიდან. სასურველი უფრო აქტიურად შევხვდეთ გრიპის სეზონს. ამიტომ, ჟურნალისტებიც მიბრძანდით და აიცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











