აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, აშშ-ში დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ძალიან რთული პერიოდი იქნება.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„რეალობა ის არის, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ძალიან რთული პერიოდი იქნება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე რთული პერიოდი იქნება ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში“, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.











