fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

როდის დაინტერესდა გამოძიება დავით ფურცხვანიძით – პროკურატურის განმარტება

16:02 September 23, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
860
ნახვა

პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, პროკურატურა დავით ფურცხვანიძით იქამდე დაინტერესდა, ვიდრე მიხეილ რამიშვილი „თავისი ფეხით გამოცხადდებოდა ვინაობის დასასახელებლად“.

მისივე თქმით, უმჯობესი იყო მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოების გამომგზავნის ვინაობა არა საჯაროდ, არამედ, საგამოძიებო ორგანოში განეცხადებინა.

„როდესაც მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა ფოტომასალები, მან მოითხოვა 2 დღე, რომ ამ საკითხებს წყაროსთან შეათანხმებდა. თუმცა, მას შემდეგ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, რაც პროკურატურის ბრიფინგზე გაკეთდა შესაბამისი განცხადება პროკურორის მიერ, რომ ფალსიფიკაციის მუხლით ჩვენ ამ საქმეს შევისწავლიდით.

აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოება, მიხეილ რამიშვილის წყაროს ვინაობა უნდა განეცხადებინა საგამოძიებო ორგანოსთან, თუმცა, მან მედიის თანდასწრებით დაურეკა წყაროს და გაასაჯაროვა წყაროს ვინაობა, შეატყობინა, რომ აპირებდა საგამოძიებო ორგანოში მისვლას და მისი, როგორც წყაროს დასახელებას, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები. შესაბამისად, იმ დღეს, როდესაც მიხეილ რამიშვილმა დაასახელა წყაროს სახელი და გვარი, დავიწყეთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ვგულისხმობთ, როგორც ფურცხვანიძის პირად ჩხრეკას, ასევე მისი საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკის ჩატარებას. დავით ფურცხვანიძის განცხადებაზე, რომ პროკურატურა ცრუობს, როდესაც თეონა თამაზაშვილის წყაროდ ასახელებს, ვიტყვი, რომ ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, გახლავთ დავით ფურცხვანიძე,“ – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, 30 აგვისტოს, ქალბატონმა თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი ჩართული იყო ყარაბაღის ომში, გარკვეულწილად იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, რასთან მიმართებაშიც მოითხოვა საქმის შესწავლა.

„როდესაც თეონა თამაზაშვილი დავკითხეთ, სასამართლოს წინაშე მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა ინტერნეტ სივრციდან, ასევე ამობეჭდილი სახით ჰქონდა წამოღებული და ჩვენ წარმოგვიდგინა დავით ფურცხვანიძის კვლევა, სადაც აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერს, რასთან დაკავშირებით მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა, პროკურატურა დავით ფურცხვანიძით დაინტერესდა იქამდე, ვიდრე მიხეილ რამიშვილი ჩვენს მიერ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ გააცნობიერებდა ყველაფერს და თავისი ფეხით გამოცხადდებოდა და დაასახელებდა მის ვინაობას. ფურცხვანიძის პიროვნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მისი შესწავლა, ეს ეხება კონკრეტულად იმ ფოტომასალას და იმ განცხადებებს, რომელიც ფურცხვანიძემ გააჟღერა. ფურცხვანიძესთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილისგან მის მიერ წარმოდგენილი კვლევისგან განომდინარე. უმჯობესი იყო, ჯერ საგამოძიებო ორგანოში დაესახელებინა აღნიშნული წყაროს სახელი და გვარი, არ განეცხადებინა საჯაროდ, არ ყოფილიყო ცნობილი მედიისთვის ამ პიროვნების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ არ მიგვაჩნია სწორად, საჯაროდ წყაროს გაცხადება და მიგვაჩნია, რომ ამან მნიშვნელოვნად დააზარალა გამოძიების ინტერესები”, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

 

თეგები: თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

March 4, 2021
804
სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხება

March 4, 2021
813
სამართალი

თეონა თამაზაშვილის თქმით, იმ გოგოს დაშინებას ცდილობენ, რომელმაც თამართან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა

January 19, 2021
937

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია