“როცა მწირი ეკონომიკის, სუსტი ჯანდაცვის სისტემისა და ათასი სხვა პრობლემის მქონე საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჰქონდეს ევროპის 45 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილიანობის პროცენტი, როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ პაციენტთა ნაკადები წარმატებულად არ იმართება?”,- ამის შესახებ ათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
“მთელს მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველოს კლინიკური სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი წარმატებულია. როცა ჩვენ ოპონენტებს ამ ციფრებს ვუდებთ, მათი ერთადერთი არგუმენტია, თუ როგორ ვბედავთ გერმანიასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან და ისრაელთან შედარებას. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ესენი რომ გაცილებით ძლიერი ქვეყნები არიან და ძირითადი პარამეტრებით, მათ შორის სიკვდილიანობის შემთხვევებით, ჩვენ რომ მაინც უკეთესი შედეგები გვაქვს, ეს ჩვენთვის დასაძრახია თუ პირიქით, უფრო დასაფასებელია?!“, – განაცხადა ცერცვაძემ.











