2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პირველი სექტემბრის ამინდის პროგნოზი კი ასეთია:
ხვალ ბათუმსა და ფოთში 28 გრადუსი სითბო იქნება.
+28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმშიც.
ზუგდიდში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.
+30 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეშიც.
+32 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.
ლენტეხში +29, ცაგერსა და ამბროლაურში კი +28 გრადუსია მოსალოდნელი.
+31 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.
გორში +33 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.
+35 გრადუსი იქნება თბილისში.
რუსთავში 36 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
32 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავსა და სიღნაღში, ხოლო ყვარელში +34 გრადუსია ნავარაუდევი.











