თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის მერის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციის პროცესის დასრულება პანდემიის გამო შეფერხდა.
მისივე თქმით სამუშაოები დასასრულისკენ მიდის და ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ რიცხვებში რეაბილიტაცია დასრულდება.
„პარლამენტის წინ ქვის ფილები განახლდა და გაიწმინდება. გაუბედურებული შადრევნები მთლიანად შეიცვალა, მილებიც რეაბილიტირებულია. ხოლო ის ქვის ფილები, რომლებიც 9 აპრილის მოვლენების ისტორიას ინახავს, შენახულია და ისევ დავაბრუნებთ თავის ადგილას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ასეთი იქნება:














