როგორიც ლეგენდა იყო ფეხბურთში, დარწმუნებული ვარ, ისეთივე კვალს დატოვებს, როგორც თბილისის მერი, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.
„მერობის კანდიდატებზე არანაირ განცხადებას ჯერჯერობით, არ ვაკეთებთ. როცა დასახელების დროს დადგება, ყველა გაიგებს. წინასწარ არ ვიტყვით ამას, ბუნებრივია. მაგრამ კახა კალაძესთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაცია მართლა სპეკულაციაა და თან სრულიად უადგილო. იმიტომ, რომ კახა კალაძე იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წევრი, ძალიან ერთგული, მტკიცე წევრი. როგორიც ლეგენდა იყო ფეხბურთში, დარწმუნებული ვარ, ისეთივე კვალს დატოვებს, როგორც თბილისის მერი, იმედია მომავალშიც”, – განაცხადა სუბარმა ტვ „იმედზე“.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა კალაძე კახა კალაძე დაკავებული თანამდებობის დატოვებას აპირებს, თუმცა თავად განმარტავს, რომ „ის ხალხის არჩეული მერია“ და არსად წასვლას არ აპირებს.











