როდესაც ლარის ასეთი გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით, მას, როგორც წესი, სწრაფი გამყარება მოჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ იმნაიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
„ეს არაერთხელ გვინახავს საქართველოში, მათ შორის, წელსაც, მაისში, როდესაც მნიშვნელოვნად გაუფასურდა და შემდეგ ისევ სწრაფად გამყარდა”, – განაცხადა იმნაიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.











