“რომ ყოფილიყო ახლა პრემიერი გიორგი გახარია, შეიძლებოდა ეს გაებედა სააკაშვილს”,- ამ სიტყვებით შეაფასა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი დაბრუნდება შესაბამის დაწესებულებაში მიეჩინება ადგილი.
“ეს არის მორიგი წინასაარჩევნო საჩუქარი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ჩვენ ეს გვამობილიზებს და მადლობა მას ამ მორიგი საჩუქრისთვის. რომ ყოფილიყო ახლა პრემიერი გიორგი გახარია, შეიძლებოდა ეს გაებედა სააკაშვილს, მაგრამ ასე არ არის და აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს იქ მიეჩინება ადგილი, სადაც საჭიროა – ეს არის შესაბამისი დაწესებულება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











