„ეს ქვა ნებისმიერ ადამიანს რომ მოხვედროდა, ფატალურად დასრულდებოდა, სულს დავლევდით. ტვინს დავანთხევდით ამ ქვაფენილზე.
მე მესროლეს დამიზნებით, გასაგებია, მაგრამ რომელი სნაიპერი ის იყო, მაინცდამაინც ჩემს ხოტორა თავს გაარტყამდა და სხვას არ მოხვდებოდა?” – თქვა ნიკა მელიამ „მთავარის” ეთერში.
შეგახსენებთ, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკა მელიას გლდანულაში, ამომრჩეველთან შეხვედრისას, სავარაუდოდ საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ესროლეს.










