რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ერაყში პირველად ჩავიდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობთ, რომის პაპი ქრისტიანული საზოგადოების დამშვიდებას და რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება.
პაპის პირველი ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა. ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს შეხვდება, ასევე პაპი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ რომის პაპს ერაყის უსაფრთხების ძალების 10,000-მდე წარმომადგენელი იცავს. ამასთნ, კორონავირუსის გავრცელების გამო 24-საათიანი კომენდანტის საათია დაწესებული.











