რომის პაპი ფრანცისკე ვენაში გახნორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას გამოეხმაურა.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ერთობისა და მშვიდობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„მწუხარებას და სევდას გამოვხატავ ვენაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო და ვლოცულობ მსხვერპლთა და მათი ოჯახებისთვის. კმარა ძალადობა! მოდით, ერთად გავაძლიეროთ მშვიდობა და ერთობა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაადუმოს სიძულვილი“ ,- ნათქვამია რომის პაპის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელდა.











