ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
40 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ ის თავს კარგად გრძნობს და ვირუსის გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება.
ამჟამად რონალდინიო თვითიზოლაციაში იმყოფება.
ცნობისთვის, ბრაზილიის ნაკრების მაისურით რონალდინიომ 97 მატჩი ჩაატარა და და მის ანგარიშზე 33 გოლია.











