fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რთველი 2021-მდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება – წელს მოსავლის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ელოდებიან

22:04 August 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
831
ნახვა

რთველის დაწყებამდე არც ისე დიდი დრო რჩება. როგორც ყოველთვის, ახლაც, მევენახეებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამინდის ხელშეწყობაა. იმისათვის, რომ რთველი წარმატებული გამოდგეს, დიდი მნიშვნელობა აქვს მევენახეთათვის ყურძნის ფასსაც.

რთველის დაწყებამდე გოგი ქურციკაშვილი ვენახში უკანასკნელ სამუშაოს ატარებს. ამბობს, რომ მოსავლის რეალიზაცია მარცვლის სიტკბოსა და ხარისხზეა დამოკიდებული. იმედი აქვს, რომ ორი კვირის განმავლობაში ამინდი მკვეთრად არ გაუარესდება და ერთი წლის შრომა წყალში არ ჩაეყრება. რაც შეეხება ყურძნის სარეალიზაციო ფასს, სუბსიდირების ჩათვლით მისი ფასი წელს 90 თეთრიდან განისაზღვრა.

სარეალიზაციო ფასი ამ ეტაპზე მისაღებია, მაგრამ მომდევნო წლებში მის მატებას ელოდება ვანო კიკიტელაშვილი. მევენახეს ახლა უფრო მეტად რთველის საორგანიზაციო საკითხები აღელვებს. კერძოდ, მოკრეფილი ყურძნის დროულად ჩაბარება. “კურიერს” უყვება, რომ წინა წლებში რამდენიმე კილომეტრიან რიგში დგომის გამო, ფერმერთა დიდ ნაწილს ყურძენი გაუფუჭდა, რამაც, საბოლოოდ, მის სარეალიზაციო ფასზე ნეგატიურად იმოქმედა.

კომპანია “თელავის ღვინოში” “კურიერს” უყვებიან, რომ რიგებთან დაკავშირებული პრობლემები მათ მომწოდებლებთან მოლაპარაკების საფუძველზე აღმოფხვრეს. რაც შეეხება წლევანდელ რთველს, მზად არიან მევენახეებისგან ორ ნახევრიდან სამ ტონამდე ყურძენი შეიძინონ. მანამდე კი ქარხანაში მოსავლის მისაღებად და გადასამუშავებლად მზადება მიმდინარეობს.

გრძელი რიგების პრობლემას, რაც როგორც მევენახეებს, ასევე ჩამბარებელ კომპანიებს წარსულში პრობლემას უქმნიდა, წელს რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბი გაუწევს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გვიყვება, რომ წელს ყურძნის ჩაბარება მევენახეების ელექტრონულმა ბაზამ უნდა გაამარტივოს, რომელიც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფერმების მონაცემებს აერთიანებს.

საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, წელს მოსავლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი. კერძოდ, 300 000 ტონამდე ყურძენი, რომლის მიღება და გადამუშავება 250-ზე მეტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.

თეგები: რთველი 2021

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ბოლო მონაცემებით, კახეთში მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს აღწევს

September 11, 2021
795
ეკონომიკა

ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება

February 9, 2021
824

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია