რუსეთი ბელარუსს სახელმწიფო კრედიტის სახით 1,5 მლრდ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ პუტინმა ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველა რუსს. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნების შემდგომ პერიოდში მხარს გვიჭერდნენ“,- განაცხადა ლუკაშენკომ.











