რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ მურაშკოს განცხადებით, ის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პოტენციური ვაქცინის, Sputnik V გაერო-ს შტაბბინაში წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
ვაქცინის პრეზენტაცია დღეს, ონლაინ ფორმატში გაიმართება.
შეგახსენებთ, რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა დარეგისტრირებული: Sputnik V და Epivaccorona.











