სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა, ერთი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას tvrain-ი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ინფიცირების შემთხვევები როგორც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე ტერიტორიულ განყოფილებებში დაფიქსირდა. ლავროვმა აღნიშნა, რომ პაციენტების უმრავლესობას ვირუსის სუსტი სიმპომები ჰქონდა. თუმცა, ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც 62 წლის იყო, კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მას ვირუსი სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე მეუღლისგან გადაედო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებაში კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა რეკომენდაციას იცავენ. თანამშრომელთა უმრავლესობა კი პანდემიის დაწყებიდან დისტანციურად მუშაობდა.
ცნობისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 641 156 შემთხვევა ფიქსირდება.











