fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რაც არ გაკეთებულა ყარაბაღთან მიმართებაში – ვლადიმერ პუტინი

23:49 November 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
909
ნახვა

ყარაბაღის საბოლოო სტატუსი დარეგულირებული არ არის, შევთანხმდით, რომ სტატუსკვოს ვინარჩუნებთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„დიახ, ასეთი პრობლემა არსებობს, ყარაბაღის საბოლოო სტატუსი დარეგულირებული არ არის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვინარჩუნებთ სტატუსკვოს, დღეს არსებულ მდგომარეობას. რა იქნება შემდეგ – ეს მომავალში უნდა გადაწყდეს ან მომავალი ხელმძღვანელების ან ამ პროცესის მომავალი მონაწილეების მიერ. თუმცა, ჩემი აზრით, თუ შეიქმნება პირობები ნორმალური ცხოვრებისთვის, სომხეთსა და აზერბაჯანს შორის, ადამიანებს შორის ყოფით დონეზე ურთიერთობების აღდგენისთვის, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონაში, ეს შექმნის პირობებს ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრისთვისაც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინი ყარაბაღის სტატუსზე საუბრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხო.

„რა შეეხება ყარაბაღის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება-არ აღიარებას, ამის შეფასება სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი, თუმცა ეს, ეჭვგარეშე, იყო არსებითი ფაქტორი, მათ შორის ახლახანს (იმედი მაქვს) დასრულებული სისხლისმღვრელი კონფლიქტის მიმდინარეობისას, რადგან ყარაბაღის არაღიარების თავად ფაქტი, მათ შორის სომხეთის მხრიდან, არსებითად აისახებოდა მოვლენების მიმდინარეობაზე და მათ აღქმაზე. აქ პირდაპირ უნდა ვთქვათ: თავის დროზე საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის უდავოდ დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთში ჩვენს მშვიდობისმყოფელებზე დარტყმების განხორციელებას, რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ჩვენ ვაღიარეთ სამართლიანად ყირიმში მცხოვრები ხალხის ნების გამოვლენა, იქ მცხოვრები ადამიანების სწრაფვა რუსეთთან შეერთებისკენ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ ხალხს, ჩვენ ეს ღიად გავაკეთეთ. შეიძლება, ეს ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ეს იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესების, მთელი რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით და არ გვრცხვენია ამაზე ღიად საუბრის. ყარაბაღთან დაკავშირებით ეს არ გაკეთებულა და ამას, რა თქმა უნდა, არსებითად ჰქონდა გავლენა იქ მიმდინარე ყველა მოვლენაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თეგები: ვლადიმერ პუტინი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ბაიდენი: პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს

December 9, 2021
877
მსოფლიო

ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოსამიტს ეხმაურება

December 8, 2021
841
მსოფლიო

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ

December 7, 2021
800

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია