რუსეთმა ბრიტანეთთან ფრენებზე აკრძალვა 16 მარტამდე გაახანგძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ამის მიზეზი კოვიდის ბრიტანული შტამის გავრცელების თავიდან აცილებაა.
ცნობისთვის, რუსეთმა ბრიტანეთთან ფრენები პირველად 21 დეკემბერს შეაჩერა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 4,099,323 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 80,979 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,624,663-ს შეადგენს.











