რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიან ყარაბაღში კიდევ ორი რუსული სამშვიდობო თვითმფრინავი გაფრინდა.
„მეთერთმეტე და მეთორმეტე Ил-76 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი რუსი სამშვიდობოებით ულიანოვსკის აეროდრომიდან გაფრინდა. ბორტზე იმყოფებიან სამშვიდობო ქვედანაყოფები და ჯავშანტექნიკა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მთიან ყარაბაღში პირველი მშვიდობისმყოფელები რამდენიმე საათის წინ გაამგზავრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე სამშვიდობო კონტიგენტზე სულ 1 960 რუსი სამხედრო, 90 ჯავშანტრანსპორტიორი და 380 საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა იქნება განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.











