რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს სომხეთის წინაშე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (CSTO) ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული.
„რუსეთს სომხეთის წინაშე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული. ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით, ვასრულებთ და შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ის სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
საჭიროების შემთხვევაში რუსეთი სომხეთს დაეხმარება! – ფაშინიანი











