რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ეროვნული რეფერენდუმის პირველად მონაცემებს აქვეყნებს.
მათივე ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 72,92%-მა დაუჭირა, ცვლილებებს მხარს არ უჭერს 25%-ზე მეტი.
ცნობისთვის, რუსეთში საყოველთაო კენჭისყრა 25 ივნისს დაიწყო და დღეს, პირველ ივლისს დასრულდა.
იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებები შევა ძალაში, ვლადიმერ პუტინს 2024 წელს პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ შეუძლია ამავე თანამდებობაზე, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი. ანუ, შესაძლოა პუტინი რუსეთის მმართველი 2036 წლამდე იყოს.











