რუსეთში, კემეროვოს ოლქში, თვითმფრინავის ავარიული დაშვება მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 9 ადამიანი, აქედან ორი პილოტია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი ტანას აეროდრომიდან აფრინდა და მოგვიანებით ნავსადგურის მხარეს დაეცა.
ძრავის გაუმართაობის გამო, პილოტები კვლავ დასაჯდომად შემობრუნდნენ, რა დროსაც თვითმფრინავის მარცხენა ფრთა ხის კენწეროს შეეხო და ჩამოვარდა.
DOSAAF-ის რეგიონალური ოფისის ცნობით, თვითმფრინავი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და დღეში მეოთხე ფრენა განახორციელა.
სულ ბორტზე 17 პარაშუტისტი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რუსეთის არმიის, საავიაციო და საზღვაო ძალების დახმარების ნებაყოფლობით საზოგადოებას ეკუთვნის. ინციდენტის შემდეგ ტანას აეროდრომზე ყველა ფრენა შეწყდა.











