„მტკიცედ უნდა გავმიჯნოთ რუსეთის გამოწვევა, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოსი და ის, რომ მასთან საჭირო არის დიალოგი“,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა გვქონდეს.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება კი არა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში არასდროს, არანაირი სხვა პოზიცია არ გვქონია ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ ძალიან მტკიცედ უნდა გავმიჯნოთ რუსეთის გამოწვევა, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოსი და ის, რომ ამ სახელმწიფოსთან, ამის მიუხედავად, საჭირო არის დიალოგი.
არასდროს კონსტრუქციულ, რაიმე მიზნისთვის მიმართულ დიალოგზე არ უთქვამს უარი არცერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში, არც სააკაშვილის და არც რომელიმე სხვას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.











