fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რუსთავი უნდა იყოს დასაქმებისა და წარმოების ცენტრი მთელ საქართველოში – კახა კალაძე

21:51 August 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
881
ნახვა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

 

კალაძის განცხადებით, რუსთავის, როგორც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ცენტრის რესურსი და პოტენციალი ბოლომდე განვითარდება. როგორც ის ამბობს, ეს დასაქმებისა და წარმოების ცენტრი უნდა იყოს.

 

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ამ ძალიან ლამაზ ქალაქში,  ქალაქში, რომელიც  ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ქალაქში, სადაც ძალიან შრომისმოყვარე, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ცხოვრობენ.

 

რუსთავი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, სადაც მშრომელი ადამიანები მთელი ქვეყნისთვის ქმნიან დოვლათს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

აუცილებელია, რომ ამ გამორჩეულმა ქალაქმა, ბოლომდე აითვისოს თავისი პოტენციალი და ამავდროულად სხვა მიმართულებებითაც კიდევ უფრო განვითარდეს.

 

რუსთავი უნდა იყოს დასაქმებისა და წარმოების ცენტრი მთელ საქართველოში. ჩვენ ამისთვის ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ყველა შესაძლო შანსი უნდა გამოვიყენოთ.

 

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი ყოველთვის  მნიშვნელოვან როლს  ასრულებდა ქართული კულტურის განვითარებაში და წინსვლაში, ამის დასტურად თუნდაც მხოლოდ ანსამბლ “რუსთავის” და რუსთავის დრამატული თეატრის გახსენებაც კმარა.

 

ამ შემოქმედებითმა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გასული საუკუნის ქართული კულტურის განვითარებაში.

 

დღესაც ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რუსთაველ ახალგაზრდებს  თვითრეალიზაციაში,  შევუწყოთ ხელი კულტურული ინდუსტრიების განვითარებას,  შევქმნათ რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცეები და ცხოვრების ღირსეული პირობები.

 

ეს ყველაფერი ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ მთავარია ჩვენი ერთად დგომა და  სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კუთხე, ჩვენი ქალაქი იყოს წარმატებული.

 

მე დარწმუნებული ვარ, თითოეული რუსთაველი ანთებულია ამ სურვილით  და ზუსტად  ვიცი, ამ სურვილით ანთებულია თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

 

დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდითდგომით ჩვენ არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებას შევძლებთ, არამედ მივაღწევთ ყოველი ჩვენგანის  უმთავრეს მიზანს, შევქმნით რუსთავის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატების ისტორიას.

 

ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ამ რეგიონში, რუსთავში, თუმცა მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი წარმატებისა და განხორციელებული პროექტისა, დღესაც არსებობს პრობლემები, დღესაც ვდგავართ გამოწვევების წინაშე.

 

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო წლებში ჩვენი ერთად დგომა. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ყველა გავერთიანდით ადამიანის ირგვლივ, რომელმაც შექმნა პარტია, გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია.

 

მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი. მაშინ ჩვენ ჩვენი ერთსულოვნებით, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიეთ გამარჯვებას. მე მჯერა, რომ ახლაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

 

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თეგები: კახა კალაძენინო ლაცაბიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
770
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია