რუსთავმა “კოვიდ – 19”- ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო.
“ასტრაზენეკას” ვაქცინის 1400 დოზა, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს დღეს გადაეცა.
ცენტრის ეპიდემიოლოგის გიორგი მუმლაძის განცხადებით, მიღებული ვაქცინა პირველ ეტაპზე მედპერსონალზე გადანაწილდება.
რუსთავში, მედპერსონალის აცრა #1 და #2 სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრებში ხვალიდან დაიწყება











