გუშინ გვიან ღამით, რუსთავში 12 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადავარდა.
დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკა „რუსთავში“ აცხადებენ, გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები, ასევე ხერხემლის დაზიანება აღენიშნება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.











