რუსთავში 29 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. ახალგაზრდა მკურნალობის კურსს კლინიკა „რუსთავის“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.
კლინიკის ცნობითვე, პაციენტს სრულად ჰქონდა დაზიანებული ფილტვი და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს.
29 წლის კოვიდინფიცირებული კლინიკა „რუსთავში“ 10 დეკემბერს შეიყვანეს. გარდაცვლილი რუსთაველი ახალგაზრდა გიორგი კაკოშვილია.
წყარო: „ინფო რუსთავი“











