რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დაშავდა.
ერთმანეთს “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი და “მერსედესის” მარკის ჯიპი შეეჯახა, რა დროსაც ჯიპი ამოტრიალდა, შედეგად ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა დაზიანებები მიიღეს.
შემთხვევა ქალაქის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.











