რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რა ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











