„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ „ქართუი ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, რუსული პარტიების ადგილი ამერიკის სახელმწიფო მდივანთან არ არის.
„ჩვენ ამაზე სპეკულაციებს ვერ ავაგებთ, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი მნიშვნელოვანია. საქართველოში არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც აკეთებენ რუსულ საქმეს და ასეთი პარტიების ადგილი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერი ტინი კოქსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც ეხმაურება.
„ეს განცხადებაც სააკაშვილის და მისი კოლეგების მხრიდან ცხადყოფს იმას, რომ ისინი დაკავებულები არიან რუსული საქმით. როდესაც ისინი ცდილობენ დასავლური ინსტიტუტების იმიჯის შერყევას საქართველოში, ეს არის რუსული საქმის კეთება. ტინი კოქსზე თავდასხმა ნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თავდასხმას, რაც იმის მცდელობას ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებაში შეარყიონ დასავლური ევროპული ინსიტუტების რეპუტაცია“,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.











