„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია თელავიდან დაიწყო.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ოკუპაციასა და მძიმე მემკვიდრეობაზე გაამახვილა.
„ტრაგედია, 2008 წლის ომი არის ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად მივიღეთ 10 ათასობით დევნილი მოსახლეობა, 100 დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა.
ხელისუფლება, რომელიც ქვეყყანას ვერ აარიდებს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში ყოფნას. 2020 წლის ოქტომბერი კიდევ ერთი გარდამტეხი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.











