„მიმაჩნია, რომ ყველა განცხადება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან კეთდება, პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვების მცდელობაა“,- ამის შესახებ „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, გეევან ფოფხაძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ამომრჩეველი არ დაუშვებს „ნაციონალების“ რევანშს.
„მიხეილ სააკაშვილი ყველა თავისი განცხადებით ხელს უწყობს საზოგადოებაში იმ ემოციის გაჩენას – არა „ნაცების“ დაბრუნებას და ისევ „ოცნება“ დავტოვოთ. ეს ფორმულა რამდენიმე არჩევნებზე მუშაობდა „ოცნების“ სასარგებლოდ და მიმაჩნია, რომ ახლაც ყველა მისი განცხადება, აქტიური მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში სარგებელს „ქართულ ოცნებას“ აძლევს. მგონია, რომ ეს განცხადებები, საბოლოო ჯამში, არ იქნება აქტუალური“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ნახეთ – შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.











