“სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა და გაწერის შემდეგ, როგორც პატიმარი, დაბრუნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„შესაბამისმა უწყებამ უკვე გააკეთა განცხადება, ის გორის ჰოსპიტლიდან გაწერეს და როგორც პატიმარი გადაიყვანეს შესაბამის დაწესებულებაში. გორის ჰოსპიტლიდან პატიმარი სააკაშვილი გახლდათ გაწერილი, მას ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა, შესაბამისად, დაბრუნდა დაწესებულებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.











