„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთში, ხობსა და სენაკში, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერია ამბობს, სააკაშვილის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის.
„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის. ეს არის ერთი ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი, ამ კაცის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის. ამდენჯერ დაანონსება ჩამოსვლის არის გადაგდება იმ ხალხის, ვისაც ამას დაჰპირდა.
რაც მთავარია, ეს არის სიცრუე. არჩევანი არის იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს, ივანიშვილი მაგალითად, ვისაც დღევანდელობის შენარჩუნება უნდა, ამ კატასტროფის და სააკაშვილი ვისაც უნდა წარსულში დაბრუნება და ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს შორის, რომელსაც უნდა გარდამტეხი ცვლილებები და ეს გვაქვს ჩვენ, ევროპულ საქართველოს“, – განაცხადა ბოკერიამ.
იხილეთ ვიდეო: ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი იძინებს და იღვიძებს განგაშით – მიხეილ სააკაშვილი
ავტორი: თეა შონია











