საახალწლო დღეებში საქართველოს მასშტაბით, ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 108 გამოძახება დაფიქსირდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 44 შემთხვევაში გახდა საჭირო.
ალკოჰოლით მოწამვლაზე 55 გამოძახება თბილისიდან შევიდა, დანარჩენი კი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.
რაც შეეხება პიროტექნიკით დაზიანებას, 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს სასწრაფო დახმარების ბრიგადები 51-ჯერ გამოიძახეს, მათ შორის ჰოსპიტალიზებული იქნა 36 ადამიანი.











