თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურების მოთხოვნა 27 ოქტომბერს 14:00 საათამდეა შესაძლებელი. ამის შესახებ ცესკო-ს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
„ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს შესაძლებლობა მიეცათ დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება.
უკვე მესამე დღეა სრული დატვირთვით მუშაობს ცეკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, 25 ოპერატორი აფიქსირებს მოქალქეების მოთხოვნას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცნოიბსთვის, გადასატანი ყუთების მოთხოვნის ვადა დღეს 22:00 საათისთვის იწურებოდა.











