“საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირბით, გუშინდელმა განხილვამ კომიტეტზე გვაჩვენა, რომ ამ ტექსტთან დაკავშირებით არსებობს თანხმობა. ის საკითხები, რომლებიც გუშინ დაისვა, არის ისეთი ტექნიკური დეტალები, რომელიც მეორე მოსმენის ფარგლებში კიდევ იქნება განხილული, თუმცა, რაც შეეხება ზოგადად სისტემას და არსს, ამასთან დაკავშირებით, არის თანხმობა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ კვირას პლენარულ სხდოაზე ეს პროექტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.
“რაც შეეხება იმ საკითხს, რას დააზღვევს და არ დააზღვევს განსახორციელებელი ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, ეს რეფორმა დააზღვევს ჩვენს ქვეყანას სპეკულაციებისგან არჩევნების გაყალბება-არგაყალბებასთან დაკავშირებით.
ჩვენ რასაც ვხედავდით ამ რვა თვის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა, აჩვენებს, რომ 8 -თვიანი პერიპეტიები იყო სპეკულაცია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს რეფორმა და პროცედურები, რომლებიც იქ იქნა ჩაწერილი, აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს, რომ რაიმე საპეკულაცია ამ სახით არსებობდეს,“- განაცხადა პაპუაშვილმა.










