უმრავლესობის წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს საკანონმდებლო ორგანოში, 17:00 საათზე დაიწყება.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საკითხი მხარეებს ჯერ კიდევ შესათანხმებელი აქვთ, შეჯერებული დოკუმენტი კი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება.











