საარჩევნო უბნები, სავარაუდოდ, საკარანტინე სივრცეებშიც გაიხსნება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ადამიანებს კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„შეთავაზება, რომელსაც სულ რამდენიმე საათში პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად გავივლით, არის ის, რომ საკარანტინე სივრცეებში გავხსნათ უბნები, კოვიდინფცირებულებისთვის გავხსნათ უბნები და ამავდროულად ვინც ბინაზე არიან, ესენი შეიძლება იყვნენ კოვიდინფიცრებულები ან თვითიზოლაციაში მყოფები, მათ მოვემსახუროთ გადასატანი ყუთით”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.











