საავადმყოფოები, რომელთა თანამშრომლების 80% აცრილი იქნება, მწვანე ფერით მოინიშნება და მომხმარებლები მათ გარჩევას შეძლებენ. ინიციატივა “ევექსი ჰოსპიტლებს” ეკუთვნით. ინიციატივა დღეიდან ამოქმედდება.
დღეს მწვანე ფრად განათდა ფოთისა და იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური სამედიცინო ცენტრები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საავადმყოფოებში პერსონალის 80% სრულად არის ვაქცინირებული.
“ევექსი ჰოსპიტლები” აღნიშნული კამპანიით კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებს, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.











