საბერძნეთი ვაქცინირებულ ტურისტებს, მათ ვისაც კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემს. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
საბერძნეთი ტურიზმის გახსნას მაისის შუა რიცხვებში გეგმავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთში კორონავირუსის 209,462 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 6,843 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











