The Guardian-ის ინფორმაციით, საბერძნეთმა „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გაახანგრძლივა. მათ შორის, კაცრდება გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღო.
„ჩვენ ამ პანდემიის უმძიმეს ნაწილში ვართ. ჰოსპიტალიზაციის არსებული ტემპის გამო, ჯანდაცვის სისტემა ინფრასტრუქტურისა და პერსონალის თვალსაზრისით შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა”, – განაცხადა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვასილის კილილიასმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები.
საბერძნეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 702 შემთხვევა გამოვლინდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა.











