კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო საბერძნეთმა ლოქდაუნი 16 მარტამდე გაახანგძლივა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian- ი ავრცელებს.
„ჩვენ პანდემიის ურთულეს ეტაპზე ვართ“,- განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთში კორონავირუსის 205,120 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 6,758 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 176,078-ს შეადგენს.











