საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
მიწისძვრის ბიძგები საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში- ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროშიც იგრძნობოდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
ნახეთ ვიდეო ↓











