Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, საბერძნეთში საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ორი კვირით გაახანგრძლივდა.
საბერძნეთში ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კარანტინში ყოფნა 3 დღის ნაცვლად 7 დღის განმავლობაში მოუწევთ. დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს კი, ქვეყანაში შესვლისთანავე სწრაფ ტესტს გაუკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა, რომელიც ავიამგზავრებს საბერძნეთში ჩასვლამდე 72 საათის პერიოდში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას ავალდებულებს და რომლის მოქმედების ვადაც 7 იანვარს იწურებოდა, 21 იანვრამდე გახანგრძლივდა.











